LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია თანამშრომლებს ამცირებს

113

თბილისის მერიაში ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესი მიმდინარეობს. ოპტიმიზაცია დაახლოებით 10%-ის ფარგლებში განხორციელდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

„ეს არ გულისხმობს საშტატო ერთეულების მნიშვნელოვან შემცირებას. ძირითადი ორიენტირი არის ის, რომ დაიზოგოს ადმინისტრაციული ხარჯები. თუკი ბოლო რამდენიმე წლის დინამიკას ვნახავთ, ადმინისტრაციული ხარჯების მოცულობა ყოვეწლიურად მნიშვნელოვნად მცირდება. ეს ხდება როგორც პრემიების, ასევე საქონლისა და მომსახურების კუთხით, რაც ადმინისტრაციულ ხარჯში გადის“, – აღნიშნა ლექვინაძემ.

მისივე ინფორმაციით, უკვე არსებობს ოპტიმიზაციის გეგმა, რომელიც რამდენიმე არასამეწარმეო იურიდიული პირის გაერთიანებასა და ამ გზით უფრო ეფექტური სისტემის შექმნას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები