თბილისის მერია საპატრიარქოს “ალილოს” ორგანიზებისთვის ავტობუსებს გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
7 იანვარს, შობის დღესასწაულზე „ალილოს“ მსვლელობის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაში არსებითი ცვლილებები არ იგეგმება.
რაც შეეხება გზებზე მოძრაობას, შსს-ს ინფორმაციით, თბილისში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება.
7 იანვარს მართლმადიებლური სამყარო ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს.