LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია ილია ელოშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

233
BeFunky-collage (11)

თბილისის მერია, მერის მოადგილის, ილია ელოშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მერია მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის მოულოდნელი გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, თბილისის მუნიციპალიტეტს.

ილია ელოშვილის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია თბილისის მერიისთვის, ჩვენი ქალაქისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

ილია ელოშვილი გარდაცვლილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში  მისმა ოჯახის წევრებმა იპოვეს. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცველები. ილია ელოშვილის ცხედარი საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, თბილისის მერის მოადგილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები