დედაქალაქის მერია ხუთი წლის განმავლობაში, ჯამში დამატებით 100 ათასი ტურსიტის მოზიდვას გეგმავს. ამის შესახებ თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელმა ალექსანდრე მარგიშვილმა დღეს გამართულ პრეზენტაციაზე განაცხდა.
მისივე თქმით, გათვლილია, რომ შედეგად საქართველოს ეკონომიკაში დამატებით 140 მლნ ლარი შემოვა და 1200-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება ტურიზმისა და მომიჯნავე დარგებში.
”ამ დარგში ჩვენი აქტივობების შედეგად, გადასახადების სახით ბიუჯეტში 5 წელიწადში ჯამში 35 მლნ ლარის გენერირება იგეგმება, წლიურად 7 მლნ ლარის” – განაცხადა ალექსანდრე მარგიშვილმა.
ტურიზმის დარგის განვითარების მიზნით, მეწარმოების ხელშეწყობის ცენტრში უცხოელი ტუროპერატორების შემოყვანას, სარეკლამო კომპანიების მოწვევას, გასტრონომიული ფესტივალის ჩატარებას და სომელიეების გადამზადებას გეგმავენ.