თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, ელიავას ბაზრობის დახურვა კორონავირუსს არ უკავშირდება და მისი გახსნა ჯერჯერობით არ იგეგმება.
ბითაძის განცხადებით, მერიის გეგმაში, რომელიც ელიავას ბაზრობის განვითარებას ეხება, მისი მეპატრონეებიც არიან ჩართული.
„ელიავას ბაზრობის ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით, დაახლოებით, ერთი თვე, თვენახევრის წინ, თბილისის მერი შეხვდა ყველა მეპატრონეს და მათ შევთავაზეთ ელიავას ბაზრობის განვითარების ყველა შესაბამისი მოდელი, რომლის ფარგლებშიც გადაწყდება ერთხელ და სამუდამოდ პრობლემა, რომელიც ელიავას ბაზრობის ეკოლოგიურ მდგომარეობას, სანიტარულ მდგომარეობას, დასაქმებულ ადამიანთა შრომის უსაფრთხოებას უკავშირდება. მუნიციპალუტეტი თვითონ გეგმავს განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადებას აღნიშნულ ტერიტორიაზე. თითოეულმა მესაკუთრემ გამოთქვა მზადყოფნა, რომ მიიღოს მონაწილეობა მერიის მიერ შემუშავებულ განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის მომზადებაში“, – განაცხადა ბითაძემ.
კონკრეტულ თარიღს, თუ როდის გაიხსნება ელიავას ბაზრობა, ბითაძე ვერ ასახელებს.