LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს შეხვდა

131
00

თბილისის მერი კახა კალაძე ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს რაჟდენ კუპრაშვილს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის მიმართულებებს, მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებს. რაჟდენ კუპრაშვილმა თბილისის მერს ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობა და გეგმები გააცნო.

კახა კალაძემ ხაზი გაუსვა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას:

„კორუფციასთან ბრძოლა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. საბედნიეროდ, ამ მიმართულებით საქართველოს კარგი შედეგები აქვს, თუმცა პრევენციული ღონისძიებები აუცილებელია და მუდმივად ყურადღებით უნდა ვიყოთ. ანტიკორუფციული პოლიტიკის განხორციელების პროცესში უწყებების თანამშრომლობა და ჩართულობა მნიშვნელოვანია“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები