LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერად რამდენიმე კარგ კანდიდატს განვიხილავთ, კალაძე ღირსეული კონკურენტი იქნება – გახარია

95
gaxaria kaladze

პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თბილისის მერად რამდენიმე კარგ კანდიდატს განიხილავენ.

როგორც მან აღნიშნა, დედაქალაქის მოქმედი მერი, კახა კალაძე თბილისის მერობის ღირსეული კონკურენტი იქნება.

„თბილისის მერად რამდენიმე კარგ კანდიდატს განვიხილავთ. ზუგდიდის მერობაზე უკვე ჩამოყალიბებული ვართ. კახი კალაძე ღირსეული კონკურენტი და პრეტენდენტი იქნება მერობის“, – აღნიშნავს გახარია.

დღესვე,  კახა კალაძემ განაცხადა, რომ მოსახლეობას ძალიან მალე მიაწვდიან ინფორმაციას, თუ ვინ იქნება მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატი.

უახლოეს მომავალში მოგაწვდით ინფორმაციას თუ ვინ იქნება მერობის კანდიდატი დედაქალაქში – კალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები