LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მე-13 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოვლიდნენ

44
212854072-948562839328036-4680760649884355980-n

29 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით, კინოთეატრ „ამირანში“, თბილისის რიგით მე-13 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიმართა, რომელიც კინორეჟისორ ალექსანდრე რეხვიაშვილის მიერ 1971 წელს გადაღებული ფილმით „ნუცა“ და მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენით გაიხსნა.

ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში, სელექციის შედეგად, 11 ქვეყნის 32 ფილმი მონაწილეობდა. საკონკურსო ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ კინომცოდნეები ლელა ოჩიაური და თეო ხატიაშვილი, ასევე სტუდენტი-კინომცოდნე ლაშა ბურჯანაძე, გამოავლინეს გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:

ფესტივალის გრან პრი
I’m here / Film by Julia Orlik / Animation
The Polish National Film, Television and Theatre School in Lodz / POLAND

საუკეთესო მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმი
The Dregs / Film by Yuval Nitzan / Short Fiction
The Jerusalem Sam Spiegel Film School / ISRAEL

საუკეთესო ანიმაციური ფილმი
Skyscraper / Film by Davit Shekriladze / Animation
TAFU / GEORGIA

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი
Lazare / Film by Levan Chkonia / Documentary
TAFU / GEORGIA

პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის
Sea by the river and the river by the sea / Film by Sovran Nrecaj / Short Fiction
Sarajevo Film Academy / BOSNIA AND HERZOGOVINA

ჟიურის სპეციალური აღნიშვნის დიპლომი
Mila / Film by Salome Vepkhvadze / Short Fiction
TAFU / GEORGIA

ფესტივალზე 2 დღიანი ფიჩინგ ვორქშოფი გამართა გერმანიაში მოღვაწე ქართველმა კინორეჟისორმა ზაზა რუსაძემ, რომელმაც 11 მომავალი ფილმის პროექტი დაამუშავა ავტორებთან ერთად და ფიჩინგ ფორუმზე წარუდგინა ჟიურის წევრებს: დავით ჯანელიძეს, ქეთი მაჭავარიანს და ვოვა კაჭარავას.

ფიჩინგ ფორუმის პირველი ადგილი – გაბრიელ ხოტივარი „კატაბაზისი“

მეორე ადგილი – გიორგი გეთიაშვილი „კახაბერი“

მესამე ადგილი – სალომე ვეფხვაძე „ბედის მწერლები“

გამარჯვებულებს თბილისის მერიის ხელშეწყობით ფულადი ჯილდოები გადაეცათ მომავალი ფილმის პროექტის დასახვეწად და თიზერის შესაქმნელად, რაშიც ასევე ფესტივალის მეგობარი კინოკომპანია „ჯაგაგრიპი“ ტექნიკურ ხელშეწყობას გაუწევს გამარჯვებულებს.

ფესტივალის ფარგლებში ინდუსტრიული და საგანმანათლებლო პროექტები განხორციელდა: გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობით, ბადენ ვიურტემბერგის კინოაკადემიის პროფესორის, კლაუდია მესემერის ორდღიანი ინტენსიური ვორქშოფი სცენარის განვითარებაში; პროექტი AMIRANI TALKS, რომლის ფარგლებშიც სალომე ჯაშის, თინათინ კვინიკაძის, პაატა გოძიაშვილის და დავით ფირცხალავას მასტერკლასები ჩატარდა.

ფესტივალი ხორციელდება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, გოეთეს ინსტიტუტის, კინოთეატრ „ამირანისა“ და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.

ფესტივალის მეგობრები: კინოკომპანია „ჯაგაგრიპი, “Artarea, AT.ge; რადიო „ფორტუნა“, რესტორნები „შავი ლომი“ და „ნინიას ბაღი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები