“მოყვარულთა თასი 2017”-ის ფარგლებში, თბილისის ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართა. უმაღლეს ლიგაში ლიდერობას ინარჩუნებს „სეუ“, რომელმაც „ დიდუბე“ 3:1 დაამარცხა.
გამორჩეული შეხვედრა „კვარტალი“-„ვაზისუბანის“ დაპირისპირება გახდა, რომელშიც კვარტალმა ბოლო წამებზე გატანილი გოლით 4:3 იმარჯვა. დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა მეორეადგილოსანმა „უქიმერიონმა“, რომელმაც „ნახალოვკა“ 5:0 დაამარცხა.
ტურის საუკეთესო ფეხბურთელი თემო ვაჩანძე გახდა, რომელიც ნახალოვკასთან შეხვედრაში 3 გოლით გამოირჩა.
პირველ ლიგაში დაძაბულ შეხვედრებში იმარჯვეს ლიდერებმა: “დადიანმა“ 2:0 „ლოკომოტივთან“; „თ.ს. სასამართლომ“ 4:3 „ ბასიანთან“; „ქომაგებმა“ 2:1 „უქიმერიონ 1960 თან“.
საინტერესო და დაძაბული გამოდგა „პლატინუმი“-„გლდანის“ შეხვედრა, რომელშიც პლატინუმმა მატჩის დასაწყისსა და ბოლოში გატანილი გოლით 2:0 იმარჯვა.
ტურის გამორჩეული ფეხბურთელი „ვენდისის“ ნახევარმცველი ბაგრატ აბრამიშვილი გახდა, რომელმაც ბასასთან 3 გატანილი გოლით გამოიჩინა თავი.