LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის კურსი ერგნეთში შეხვედრების ფორმატის ბლოკირების საფრთხეს შეიცავს – რუსეთის საგარეო უწყება

78

რუსეთი შეშფოთებულია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში შეხვედრის ჩაშლით, რაც თბილისის მხრიდან მექანიზმის მუშაობის პოლიტიზირების მცდელობებით არის გამოწვეული. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრის ჩაშლის მიზეზი გახდა ის, რომ „თბილისის წარმომადგენლებმა დღის წესრიგში ცხინვალისთვის მიუღებელი პოლიტიზირებული პუნქტები შეიტანეს და ინტერპოლის ხაზით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ორ მოქალაქეზე ძებნა გამოაცხადეს“.

„შეგახსენებთ, რომ ქართული მხარის კონფრონტაციული ქმედებების გამო მანამდე ანალოგიური მექანიზმის მუშაობა ქართულ-აფხაზურ საზღვარზეც შეჩერდა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის პოლიტიზირებაზე მიმართული თბილისის კურსი ამ სასარგებლო ფორმატის ბლოკირების საფრთხეს შეიცავს. აღსანიშნავია, რომ ცხინვალი მომავალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებში მონაწილეობაზე უარს არ ამბობს. მოვუწოდებთ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, გამოიჩინონ აუცილებელი პრინციპულობა და ხელი შეუწყონ მექანიზმის მუშაობის ნორმალურ კალაპოტში დაბრუნებას,“ – აღნიშნა ზახაროვამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები