LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ისტორიულ ნაწილში შესაძლოა, ახალი საბაგიროები გაკეთდეს

118

თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში შესაძლოა, ახალი საბაგიროები გაკეთდეს.

როგორც ილია ელოშვილმა ჟურნალისტებს თბილისის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, ამ ეტაპზე, კონკრეტული არეალების დადგენა მიმდინარეობს.

„რამდენიმე მიმართულებაზე მიდის მუშაობა. ჩვენ ახლა გენგეგმის განახლებულ ვერსიაზე ვმუშაობთ, ასევე ვმუშაობთ იმაზე, რომ მოხდეს სატრანსპორტო მასტერპლანის დასრულება. საბაგიროები განიხილება, როგორც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს, საინტერესო ტრანსპორტად იმ არეალებში, სადაც განსაკუთრებით დიდი ტურისტული ინტერესებია, ქალაქის ისტორიულ ნაწილში. შესაბამისად, კონკრეტული არეალების დადგენა მიმდინარეობს“, – განაცხადა ელოშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის მერიას 12 ახალი საბაგიროს მშენებლობას დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფიც სთავაზობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები