LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ინტერპოლმა ძებნილი დააკავა

33

თბილისის ინტერპოლის თანამშრომლებმა სარფში, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას, ვისბადენის ინტერპოლის მიერ 2012 წლიდან ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

„დაკავებულს ბრალი ედება გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე, 224-ე, 239-ე, 240-ე, 263-ე, 267-ე, 52-ე მუხლებით და 25-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც იძულებას, თაღლითობას, დოკუმენტების გაყალბებას, სხეულის მძიმე დაზიანებას და თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს,”- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები