მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე თანამდებობის დატოვებას აპირებს. გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მიზეზად ჯანდაცვის ახალ მინისტრ ზურაბ აზარაშვილთან უთანხმოება სახელდება.
„ფორტუნამ“ თენგიზ ცერცვაძესთან დაკავშირება ვერ შეძლო, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურში კი განგვიცხადეს, რომ თენგიზ ცერცვაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
„ფორტუნა“ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას ჯანდაცვის სამინისტროშიც შეეცადა, თუმცა უწყებას აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ აქვს.