Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
“თბილისის ღამის ეკონომიკის არნახული განვითარება დაიწყო” – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თბილისის ღამის ეკონომიკის არნახული განვითარება დაიწყო”

109

ქართველი მწერალი პაატა ქურდაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით თბილისის მერს კახა კალაძეს და  ღამის თბილისის ეკონომიკის პროექტის ოფიციალურ ხელმძღვანელს სერგი გვარჯალაძეს მიმართავს.

როგორც ის წერს, ამინდების გამოსვლასთან ერთად, ძველი თბილისის მაცხოვრებლებს თეთრი ღამეები ელოდებათ. (ხმაურის გამო)

“ისიც არ ვიცით სად დავრეკოთ და ვის შევჩივლოთ” – წერს ქურდაძე და ამბობს, რომ კანონი ხმაურის შესახებ არ მოქმედებს.

“მინდა გაუწყოთ ძალიან სასიხარულო ამბავი – ამინდების გამოსვლასთან ერთად დაიწყო თბილისის ღამის ეკონომიკის არნახული განვითარება და ბუმი შარდენზე და ქვემოკალას უბანში. მაისის ბოლოს როგორც გასულ წლებში ლას ვეგასის დონეს მივაღწევთ 🙂 ძველი თბილისის ბედნიერ მაცხოვრებლებს კი წინ რომანტიული გრძელი თეთრი ღამეები გველოდება! განა შეიძლება იყოს რაიმე უფრო სასიხარულო, ვიდრე მამულის ეკონომიური ბედნიერებისათვის საკუთარი ჯანმრთელობის მსხვერპლად შეწირვა? ეს ხომ მხოლოდ რჩეულთა ხვედრია ! ამიტომაც კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვწირავ პარლამენტს ამ ღირსშესანიშნავი კანონის მიღებისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მისი ცხრა თვის განმავლობაში მუცლით თბილად ტარებისათვის და განსაკუთრებით მერიას, რომელმაც ეს საბრალო ობოლი და ძალიან “შეზღუდული შესაძლებლობების” კანონი ღვიძლი შვილივით შეიფარა თავის კალთის ქვეშ 1 აპრილიდან, თანაც ისე საგლდაგულოდ, რომ ახლა უკვე ეშმაკიც ვეღარ იპოვის – ისიც კი არ ვიცით სად დავრეკოთ და ვის შევჩივლოთ (რუსთაველზე ბანალური ალუზიები არ გვინდა, თუ შეიძლება )… ადრე პატრულის გულკეთილ სტანდარტისტ ქალთან და ჩვენი ცოდვით აცრემლებულ პოლიციელებთან მოთქმით მაინც ვიოხებდით ცოტათი გულს… გამოგიტყდებით – მენატრებიან!”, – წერს ქურდაძე.