საქართველოს კონკურენციის სააგენტომ თბილისის გარე სარეკლამო ბაზარზე მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის დაწყების მიზეზი „აუთდორ.ჯის“ წინააღმდეგ შპს „ჯევერს დეველოპმენტის“ საჩივარია.
„შპს „აუთდორ.ჯის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის (დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) სავარაუდო დარღვევის ფაქტზე, შპს „ჯევერს დეველოპმენტის“ საჩივრის საფუძველზე, საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ქ. თბილისის გარე სარეკლამო ბაზარზე მოკვლევა დაიწყო,“ – აცხადებენ კონკურენციის სააგენტოში.