LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის გამგეობების ნაწილმა აუდიტის სამსახურს ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები ვერ წარუდგინა

766

თბილისის მუნიციპალიტეტში შემავალი გამგეობების ნაწილმა ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურს შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ წარუდგინა.

სახელმწიფო აუდიტის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის უფროსის, ზურაბ აზნაურაშვილის, განცხადებით, გამგეობებს არ აქვთ დეტალურად აღრიცხული ინფორმაცია, თუ რა საჭიროებიდან გამომდინარე გადაეცა ამა თუ იმ ფიზიკურ პირს ფინანსური დახმარება. აზნაურაშვილის განცხადებით, აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, აუდიტის სამსახურმა თბილისის მუნიციპალიტეტში შემავალ გამგეობებს დამატებითი დრო მისცა.

სამწუხაროდ, გამგეობების ნაწილს არ აქვს დეტალური ინფორმაცია აღრიცხული. შესაბამისად, მათ მიეცათ დამატებითი ვადა, რათა ყველა ფიზიკურ პირზე, ვისზეც გაცემულია შესაბამისი დახმარება, მოგვაწოდონ ინფორმაცია, – აღნიშნა ზურაბ აზნაურაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები