LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ერთერთი საბავშვო ბაღის აღმზრდელი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

bagi

თბილისის ერთ-ერთი საჯარო ბაღის აღმზრდელი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. ფაქტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 იანვარს განაცხადა, დღეს კი ამ ფაქტს “ფორტუნასთან” თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოში ადასტურებენ.

მათი განცხადებით, აღნიშნულ ფაქტამდე, დაკავებული 1975 წელს დაბადებული მ.რ. დედაქალაქის ერთ-ერთი საჯარო ბაღის აღმზრდელად მუშაობდა.

“აღმზრდელი საბავშვო ბაღში ბოლო სამი წლის განმავლობაში მუშაობდა. მანამდე მას ჰქონდა სხვა ბაღში მუშაობის გამოცდილება. პერსონალი და ხელმძღვანელობა მას დადებითად ახასიათებენ. გაოგნებული იყო ყველა, მშობლებიც კი. ის ამ დროისთვის გათავისუფლებულია სამსახურიდან,” – აცხადებენ ბაგა-ბაღების სააგენტოში “ფორტუნასთან”.

შეგახსენებთ, აღმზრდელი წლის ბოლოს ნარკოტიკების შენახვისთვის დააკავეს.

„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, დაკავებულის მიერ მითითებული სამალავიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი – „ბუპრენორფინის“ შემცველი 130 აბი „სუბოტექსი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ – ნათქვამია შსს-ს 4 იანვრის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები