LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მენინგიტის შემთხვევა დაფიქსირდა

492
5dd4ad86c63e069b5a3f58eb0ecc6cb0

თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლეს ექიმებმა ვირუსული მენინგიტი დაუდგინეს. ექიმის თქმით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და ის მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ შემთხვევა ორი კვირის წინ გამოვლინდა. როგორც ცნობილია, სკოლაში ყველა პრევენციული ზომა ჩატარდა, რაც დეზინფექციასაც გულისხმობს და სკოლაში სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, მენინგიტის  შემთხვევა თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში დაფიქსირდა. ამის გამო მშობლების ნაწილი შვილების სკოლაში გაშვებისგან თავს იკავებს. სასწავლო პროცესს უკვე რამდენიმე დღეა, მოსწავლეების გარკვეული ნაწილი არ ესწრება. მშობლები დროულ და ეფექტიან რეაგირებას ითხოვენ.

ცნობისთვის, ვისურული მენინგიტი თავის ტვინის გარსების ანთებაა, რომელსაც სხვადასხვა ვირუსი იწვევს და წარმოადგენს ასეპტიკური მენინგიტის ყველაზე ხშირ მიზეზს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები