LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში კოვიდინფიცირებულმა პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა – პაციენტი მართვით სუნთქვაზეა

77
ციხე პატიმარი

კოვიდ 19-ით ინფიცირებულმა პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა – შემთხვევა კლინიკა „ვივა მედის“ პალატაში მოხდა, სადაც იგი მკურნალობის პროცესს გადიოდა.

ამ დროისთვის პაციენტი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მისი მდგომარეობა მძიმეა.

ინფორმაციას ამის შესახებ კლინიკა „ვივა მედშიც“ ადასტურებენ, თუმცა არ აზუსტებენ, რა ფორმით ან რის გამო სცადა პაციენტმა თვითმკვლელობა. ახალგაზრდა მამაკაცი პალატაში მედპერსონალმა იპოვა.

კლინიკა „ვივა მედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით მძიმე რჩება.

„შემიძლია მხოლოდ ფაქტი დაგიდასტუროთ, დანარჩენზე პენიტენციურ სამსახურს უნდა მიმართოთ. პაციენტი ჩვენგან გაწერილი იყო, თუმცა ვიდრე დაწესებულებაში გადაიყვანდნენ, ამ დროის მონაკვეთში მოხდა.“ – განუცხადა ტვ „ფორმულას“ ზურაბ ჩხაიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები