LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის დინამო ავსტრიაშია და 4 სპარინგისთვის ემზადება

27

დინამოელები ავსტრიულ დაბა-სენტ იოჰანში ჩავიდნენ და სასტუმრო Alpenhotel Kaiserfels-ში დაბინავდნენ.

ალპურ შეკრებაზე “დინამო” 4 სპარინგ შეხვედრას გამართავს. 23 ივნისს დინამოელები ვარშავის “ლეგიას” დაუპირისპირდებიან, 26- ში ჩვენი სპარინგ პარტნიორი რაზგრადის “ლუდოგორეცი” იქნება, 29 ივნისს “დინამო” ჰაიფას “მაქაბის” შეხვდება და 4 ივლისს ბოლო სპარინგი კიევის “დინამოს” წინააღმდეგ გაიმართება.

თბილისელები ავსტრიაში 22 ფეხბურთელით გაემგზავრნენ. იურაი იარაბეკის განკარგულებაშია: გიორგი ლომაია, ანტონი სკრიბე, გიორგი თევზაძე, ზაზა ჭელიძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, თორნიკე კირკიტაძე, მატია შპიჩიჩი, რენე ფერეირა, უჩა ლობჟანიძე, მათე ცინცაძე, ლაშა პარუნაშვილი, სტეფან ველევი, მათიას კურიე, ვახო ჭანტურიშვილი, ოთარ კიტეიშვილი, მიკელ ალვარო, ბექა მიქელთაძე, ჯაბა ჯიღაური, გიორგი პაპუნაშვილი, დავით ვოლკოვი, ნიკოლოზ გელაშვილი და გიორგი ქვილითაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები