LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტით მოძრაობა აკრძალულია

90

დღეს,  08:00 საათიდან 14:00 საათამდე, თბილისის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტით მოძრაობა აკრძალულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით აკრძალვის მიზეზი, „თბილისი-მარათონია“. საქველმოქმედო გარბენი სტარტს დილის 08:30 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღებს. მარათონი დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, ორ წრედ ჩატარდება. აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალება:

კრწანისის მოედანზე – ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ორთაჭალჰესის მიმართულებით, მარცხენა სანაპიროზე.

თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირის მიმართულებით და ავტომანქანები იმოძრავებენ პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით.

გადაიკეტება თამარ მეფის და დავით აღმაშენებლის გამზირების კვეთა, მეტროსადგური „მარჯანიშვილის“ მიმართულებით, ასევე, მიხეილ წინამძღვრიშვილის, დავით აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩები.

მოძრაობა, ასევე, აიკრძალება თავისუფლების მოედანზე, პუშკინის ქუჩის დასაწყისში, რუსთაველის გამზირსა და ყველა მიმდებარე ქუჩაზე.

საერთაშორისო გარბენი თბილისი მარათონი 22 ოქტომბერს უკვე მეექვსედ გაიმართება .

თბილისი მარათონის რეგისტრაციიდან შემოსულ თანხას წელს „კასპის შშმ პირთა კავშირის“ სოციალური საწარმოს მოწყობას მოხმარდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები