თბილისის ბავშვთა კაპელას ხელმძღვანელი, გელა ფარჩუკიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ამონარიდს ჩინური სერიალიდან, რომლის პრემიერაც წელს შედგა. მასში თბილისის ბავშვთა კაპელა მონაწილეობს.
გთავაზობთ გელა ფარჩუკიძის სტატუსს: „თბილისის ბავშვთა კაპელა“ ჩინურ მაღალრეიტინგულ სერიალში „ნიღაბი“.#也平凡 2021 წელს ჩინეთის კინოეკრანებზე გამოვიდა მძაფრსიუჟეტიანი სერიალი “ნიღაბი“, რომელმაც გამოსვლისთანავე დაიპყრო თურმე ჩინეთის ეკრანები…. ამ სერიალში ჩინელ კინოვარსკვლავებთან ერთად მონაწილეობდნენ ქართველი მსახიობებიც (მიშა გომიაშვილი და გიორგი ყიფშიძე) ესაა კრიმინალური ექშენი, სათავგადასავლო ჟანრის სასპენს დრამა, 21-ე საუკუნისთვის დამახასიათებელი თემებით – მაფია, მკვლელობა, სიყვარული, ოჯახური ურთიერთობები და ა.შ. და რაც ჩვენთვის სასიხარულოა, ამ სერიალში ცნობილ სინგლს „ძმა“ (BROTHER) ასრულებს ჩემი კაპელა, ჩემი შვილობილები. ამ სიმღერამ კი თავისი ქართული სულით (იავნანა) მალევე შეაყვარა მრავალმილიონიან (მილიარდიან) ჩინეთს თავი… ვულოცავ ჩემს კაპელას და ყველას, ვისაც უყვარს ქართული ხელოვნება და საქართველო…“