თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რეგისტრაციის გლობალური სისტემის – CUPPS-ის უახლესი ვერსია დაინერგა. TAV Georgia-ს ინფორმაციით, IATA-ის მიერ დამტკიცებული თანამედროვე სისტემა სხვადასხვა სერვისების ერთობლიობას წარმოადგენს, რაც უზრუნველყოფს, როგორც მგზავრთა, ასევე ავიაკომპანიების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.
“თითოეული ავიაკომპანია მგზავრთა სარეგისტრაციო/ჩასხდომის ინდივიდუალურ სისტემას(DCS) იყენებს, CUPPS-ის დანერგვის შედეგად კი, შესაძლებელი იქნება, სხვადასხვა ავიაკომპანიამ გამოიყენოს ერთი და იგივე მოწყობილობა და სივრცე, როგორც მგზავრთა სარეგისტრაციო დახლებზე (Check-in), ისე – გასასვლელებში (Gate).
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში CUPPS-ის პლატფორმა 2021 წელს დაინერგა და რამდენჯერმე განახლდა. სისტემის უახლესი, თანამედროვე ვერსია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე მოქმედებს”, – აღნიშნულია TAV Georgia-ს ინფორმაციაში.