LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის აეროპორტში მგზავრთა მოსაკრებელი იზრდება

196

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა მოსაკრებელი იზრდება. ამის შესახებ გადაცემა „ბიზნეს კონტრაქტის“ პირდაპირ ეთერში „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელმა ქეთევან ალექსიძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება ძალაში 2017 წლის პირველი მარტიდან შევა. მოსაკრებელი 2 დოლარით, 22-დან 24 დოლარამდე მოიმატებს.

შეგახსენებეთ, 2016 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი საგრძნობლად გაიზარდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2016 წელს 2 252 535 მგზავრს მოემსახურა. 2015 წლის 12 თვის პერიოდში აღნიშნული მონაცემი 1 847 116 მგზავრს შეადგენდა, შესაბამისად, მატებამ 21,95% შეადგინა.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა გადაიყვანა 312 343 მგზავრი, რაც 37,91%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (226 476 მგზავრი).
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კი მგზავრთნაკადი 48,32%-ით გაიზარდა. თუ 2015 წელს აეროპორტი მოემსახურა 182 954 მგზავრს, 2016 წელს ამ მაჩვენებელმა 271 363 მგზავრი შეადგინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები