თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის ტერმინალში კვების ახალი ობიექტი გაიხსნა. აღნიშნულ ადგილას 2007 წლიდან კაფე „კაბადოკია“ ფუნქციონირებდა, დღეიდან კი განახლებული მენიუთი მგზავრებს კაფე Green Port უმასპინძლებს.
კაფე Green Port მგზავრებს სხვადასხვა სახეობის ქართული და უცხოური კერძების ფართო არჩევანს სთავაზობს. მყუდრო გარემოში მგზავრებს ქართული ღვინის დაგემოვნებაც შეუძლიათ.
Green Port-ის ოფიციალურ გახსნას დღეს, „ტავ ჯორჯიას“ მენეჯმენტი, BTA Georgia-ს წარმომადგენლები და ასევე BTA-ს აღმასრულებელი დირექტორი ესწრებოდნენ.