2019 წლის 18 იანვრიდან, ავიაკომპანია ”თურქეთის ავიახაზები” ანკარა – თბილისის მიმართულებით პირდაპირი, რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს. საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს Boeing 737 – 800 ტიპის ხომალდებით, ანკარას, ესენბოღას აეროპორტში შესრულდება.
დღეისათვის, ”თურქეთის ავიახაზები” ყოველდღიურ ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის ათათურქისა და საბიჰა გოქჩენის აეროპორტების მიმართულებით ასრულებს.