LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ – დღე მეორე

127
134

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მეორე სამუშაო დღე საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

ლევან დავითაშვილმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.  მისი თქმით, ერთობლივი, ეფექტიანი გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ ეკონომიკას.

მინისტრმა ფორუმის დელეგატებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნის პროცესში გადადგმული ნაბიჯების და მიმდინარე რეფორმების შესახებ.

„ჩვენი დადებითი ეკონომიკური ტრაექტორია კარგად შემუშავებული მაკროეკონომიკური პოლიტიკის მთელი რიგი სტრატეგიული რეფორმების და ჩვენი ამბიციების შედეგია. გვსურს, ავამაღლოთ ენერგეტიკული უსაფრთხოება და დავამყაროთ უფრო მჭიდრო ურთიერთობა ევროკავშირთან. სწორედ ამ დღის წესრიგის გათვალისწინებით, საქართველო არის ადგილი ინვესტიციებისთვის, სადაც დაბალი ხარჯები თანხვედრაშია შემცირებულ რისკებთან“, – განაცხადა დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები