LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის 6 რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება – „თელასი“ ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს

307
შუქი

გლდანის, ნაძალადევის, ვაკის, მთაწმინდის, საბურთალოს და დიდუბის რაიონებს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. აღნიშნულის მიზეზად კომპანია „თელასი“ გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებას ასახელებს.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), დემნა შენგელაიას და ნიკოლოზ  შენგელაიას ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე  დადიანის (ნაწილობრივ), ზეკარის, კიშინიოვის, სვირის, გეგუთის, დარკვეთის, ასურეთის, ჯავის, ლუბოვსკის, წერონისის, სამღერეთის, ზედამზის, ჟღენტის, ლაითურის და მაჩხაანის  ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, უჩანეიშვილის, საკანდელიძის და იმედაძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე მელიქიშვილის გამზირის, ქუჩიშვილის, ღამბაშიძის, კოსტავას, როდენის და ბარნოვის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II კვარტლების, დუდუ დადიანის, გურიელის, პიკასოს, მუზაშვილის, გამრეკელის, ძოწენიძის, შატილის, რამაზ ჩხიკვაძის და ნუცუბიძის ქუჩების  მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიორიის, ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, მეფე მირიანის, გიორგი ბრწყინვალეს, თინათინის, ვეფხისტყაოსნის, ბოჭორიშვილის, შარტავას, იოსებიძის, გოთუას, სულაკაურის, ბობ უოლშის, კოსტავას, ბახტრიონის, იყალთოს, ამაშუკელის, აბულაძის, დელისის, ინტენსიფიკაციის და უნივერსიტეტის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), ბროწეულის და მაჭავარიანის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის, ლუბლიანას და ბოხუას ქუჩების მოსახლეობას“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები