LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია

biujeti

თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია. ამის შესახებ კახა კალახემ თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

საწყის ეტაპზე ბიუჯეტის რაოდენობა 927 მილიონ ლარს შეადგენს.

„პირველ რიგში, საკრებულოს მადლობა მინდა გადავუხადო, ბიუჯეტის დამტკიცებისათვის და მხარდაჭერისათვის. 2019 წლის ბიუჯეტში, უმნიშვნელოვანესი პროექტებია გათვალისწინებული და ის 2018 წლის ბიუჯეტის ოდენობას აღემატება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ 2019 წელი მუნიციპალიტეტისათვის კიდევ უფრო აქტიური და შედეგიანი იქნება,“ – განაცხადა კახი კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერია დედაქალაქისთვის უფრო მეტი პროექტის განხორციელებას შეძლებს.

„წლევანდელი ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 66 მილიონი ლარით არის გაზრდილი და 2019 წლის დასაწყისში ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ხარჯების ყველაზე დიდი ნაწილი მიმართულია ჯანდაცვასა და სოციალურ მიმართულებებზე. ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით დედაქალაქის ბიუჯეტში დაახლოებით 327 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული.
ბიუჯეტის 38 პროცენტზე მეტს შეადგენს ინფრასტრუქტურული ხარჯები და ის 357 მილიონი ლარია, თუმცა, ამას 2019 წლის დასაწყისში თანხები კიდევ დაემატება და  საერთო ჯამსი 430 მილიონი ლარი დაიხარჯება,“ – აცხადებს კახი კალაძე.

თბილისის მერმა 2018 წელი შეაჯამა და  განაცხადა, რომ საკმაოდ საინტერესო წელი იყო, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და ყველა გამოწვევას ღირსეულად გაეცა პასუხი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები