თბილისიდან მსოფლიოს 100-ზე მეტ ქალაქში გამგზავრება ისევ შესაძლებელია – ყატარის ავიახაზებმა 2020 წლის 5 ნოემბერიდან აღადგინა ავიამიმოსვლა თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და დოჰას ჰამადის საერთაშორისო აეოროპორტს შორის.
„ყატარის ავიახაზები განაგრძობს საერთაშორისო ფრენების აღდგენას და სთავაზობს მომხმარებელს იმაზე მეტ ფრენას, ვიდრე ნებისმიერი სხვა ავიაკომპანია. ავიაკომპანიის მიერ შესრულებული ფრენების რაოდენობა პანდემიის უმძიმეს პერიოდშიც კი არ ჩამოსულა 30 ქალაქზე დაბლა და დღეს თბილისის მიმარულებით ფრენების აღდგენით, კატარის ავიახაზები მომხმარებელს სთავაზობს ყოველკვირეულ 700-ზე მეტ ფრენას მსოფლიოს ექვსივე კონტინენტზე“, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.
მათივე ცნობით, დღეის მდგომარეობით, ყატარის ავიახაზები ასრულებს რეისებს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქალაქში. რაც შეეხება თბილისს, ამ ეტაპზე ყატარის ავიახაზები შეასრულებს კვირაში ერთ ფრენას დოჰადან თბილისში და ამით შესთავაზებს მომხმარებელს სწრაფ კავშირს საქართველოდან ამერიკის, აფრიკის, ავსტრალიის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონებთან.
ფრენების განრიგი:
ყოველკვირეული ერთი რეისი შესრულდება შემდეგი განრიგის მიხედვით:
ყოველი ხუთშაბათი
დოჰა (DOH) თბილისი (TBS) QR355 გაფრენა: 20:15 ჩაფრენა 00:30+1
ყოველი პარასკევი
თბილისი (TBS) დოჰა (DOH) QR356 გაფრენა: 02:55 ჩაფრენა 05:00