ესპანური ავიაკომპანია Air Europa მგზავრებს თბილსიდან ნიუ-იორკისა და მაიამის მიმართულებით, რამდენიმე დღით ადრე კი ნიუ-იორკიდან და მაიამიდან თბილისის მიმართულებით მოემსახურება. ფრენები მადრიდის გავლით შესრულდება. ჩარტერული ფრენების ორგანიზებას
Green Aviation ახდენს. რეისები 13-14 და 18 სექტემბერსაა ჩანიშნული.
არსებული ინფორმაციით, 13-14 სექტემბერს დაგეგმილი ავიარეისი იქნება შემომყვანი და Air Europa მგზავრებს მხოლოდ ნიუ-იორკი (ან მაიამი)-მადრიდი- თბილისის მიმართულებაზე მოემსახურება, ხოლო 18 სექტემბრის რეისი იქნება გამყვანი.
უფრო დეტალურად კი ფრენების განრიგი და ავიაბილეთების ღირებულება შემდეგია:
ნიუ–იორკი (მაიამი)-თბილისი–ნიუ–იორკი (მაიამი)
✈✈✈ თბილისი- მადრიდი-ნიუ-იორკი-670$-18 სექტემბერი
✈✈✈ თბილისი-მადრიდი-მაიამი- 660$-18 სექტემბერი
✈✈✈ნიუ-იორკი-მადრიდი-თბილისი 13-14 სექტემბერი-983 დოლარი
✈✈✈მაიამი-მადრიდი-თბილისი 13-14 სექტემბერი-912 დოლარი
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ მხოლოდ Green Aviation-სთან.