ავიაკომპანია Myway Airlines ერევნის მიმართულებით რეგულარულ ავიარეისებს იწყებს. ავიაკომპანია პირველ რეისს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან, ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში, 6 ივლისს შეასრულებს.
არსებული ინფორმაციით, Myway Airlines თბილისსა და ერევანს შორის ფრენებს, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს, ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით განახორციელებს.
ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ავიაკომპანიების ვებგვერდზე www.mywayairlines.com და ტურისტულ სააგენტოებში.