flydubai საქართველოს მიმართულებით სიხშირეების რაოდენობას ზრდის. „ავიანიუსის“ ინფორმაციით, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანია 10 მაისიდან დუბაი–თბილისი–დუბაის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში 14 სიხშირით, ანუ დღეში ორი სიხშირით შეასრულებს, 25 მაისიდან კი flydubai-ს სიხშირეები ისევ იზრდება. უფრო კონკრეტულად, 25 მაისიდან flydubai კვირაში დუბაი-თბილისი-დუბაის მიმართულებაზე 21 სიხშირით იფრენს. შესაბამისად, დუბაისა და თბილისს შორის დღეში 3 ავიარეისი შედგება.
შეგახსენებთ, 1-ლი თებერვლიდან საქართველოში რეგულარულ ავიამიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.