LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისიდან ბუდაპეშტში გამგზავრებას 8 სექტემბერს შეძლებთ

91
118378823-620955521948981-4065794878321796036-n

8 სექტემბერს, მესამე ჩარტერული რეისი თბილისი–ბუდაპეშტის მიმართულებით განხორციელდება, რომლით სარგებლობას როგორც უნგრეთში მიმავალი სტუდენტები, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნების ქართველი სტუდენტები (ტრანზიტულად) შეძლებენ. ინფორმაციას ახალგაზრდობის სააგენტო ავრცელებს.

საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სუბსიდირებული ბილეთების ფასი არაუმეტეს 199 ევროს შეადგენს და დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა ახალგაზრდობის სააგენტოს ოფიციალურ Facebook გვერდზე შეუძლიათ: https://bit.ly/2QvHQGZ

,,რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2 სექტემბრის 00:00 საათი, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, ყურადღება მიექცევა რიგითობას,“ – აცხადებენ ახალგაზრდობის სააგენტოში.

არსებული ინფორმაციით, ფრენას ავიაკომპანია myway airlines შეასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები