Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
“თბილისი ზეიმობს,” – უვიზო მიმოსვლას კენჭს მომდევნო კვირას უყრიან – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თბილისი ზეიმობს,” – უვიზო მიმოსვლას კენჭს მომდევნო კვირას უყრიან

74

“შეჩერების მექანიზმზე შეთანხმება მიღწეულია, ასე რომ, მომდევნო კვირას ჩვენ შეგვიძლია კენჭი ვუყაროთ უვიზო რეჟიმის საკითხს ქართველებისა და უკრაინელებისთვის“, – ამის შესახებ „ტვიტერში” ევროპარლამენტის წევრი, ჰოლანდიელი დეპუტატი კატი პირი წერს.

 

 

მოგვიანებით ევროპარლამენტის წევრმა კიდევ ერთი პოსტი განათავსა ფოტოებიც, რომელზეც ვიზალიბერალიზაციის მოახლოებით გახარებული ქართველები ჩანან.

“ზეიმი თბილისში, როდესაც უვიზო მიმოსვლა ევროპასთან უკვე ახლოს არის. მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ქვეყანა იმსახურებს, ევროკავშირი დანაპირებს ასრულებს.”

გადაწყვეტილების შესახებ გუშინ საღამოს ევროკავშირში საქართველოს ელჩმა, ნატალია საბანაძემაც განაცხადა. მისი თქმით, კომპრომისულ ვარიანტთან დაკავშირებით დავა ძირითადად ერთ პუნქტზე მიდიოდა, თუ რამდენი ხნით ამოქმედდება შეჩერების მექანიზმი წევრი სახელმწიფოების მიერ პარლამენტის ჩართვის გარეშე.

“შეთანხმება მიღწეულია, რომ 9 თვის განმავლობაში შეუძლიათ შეჩერება. თუ ცხრა თვის შემდეგ კვლავ გაგრძელდა უვიზო რეჟიმი, მაშინ უკვე პარლამენტიც ჩაერთვება. კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმების მიღწევა გულისხმობდა ევროპარლამენტსა და საბჭოს შორის შეთანხმებას. ამ საკითხს საბჭო განიხილავდა ელჩების კონფიგურაციით, ხოლო პარლამენტი მომხსენებლის სახით იყო წარმოდგენილი. ამ ორ მხარეს შორის შედგა შეთანხმება. ყოველ შემთხვევაში, კომპრომისულ ვარიანტზე, რომელიც საბჭომ წარადგინა, ევროპარლამენტის მხრიდან წინააღმდეგობა მოიხსნა”,- განაცხადა საბანაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები