LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისი ყველას უყვარს, გორგასალსაც რომ ენახა იტყოდა: „არ არის ცუდი წამოწყებაო“ – ძმები არველაძეები

1171
Untitled design (2)

„საერთოდ არ არის საჭირო დღესასწაულებთან ამ ქალაქის ასოცირება, თბილისი ყველას უყვარს. ყველაფერი აქვს ამ ქალაქს, არის არაჩვეულებრივი ურთიერთობების ქალაქი. კარგი მეზობლობა, კარგი ამინდი და კარგი საჭმელი,“– ტელეკომპანია პირველის გადაცემა „ამ შაბათ–კვირას“ სტუმრებმა ძმებმა არველაძეებმა, თბილისზე ისაუბრეს.

რეზი არველაძის თქმით, თბილისი გამორჩეულია თავისი ისტორიით.

„ჩვენ როდესაც ვიზრდებოდით,  ჩვენს ოჯახში ამ ქალაქის მიმართ, განსაკუთრებული სითბო და სიყვარული ყოველთვის იგრძნობოდა.

„ზოგიერთი რამ უკეთესია, ზოგი უარესი, მაგრამ ჯამში თბილისი არაჩვეულებრივი ქალაქია თავისი ისტორიით და დღევანდელობით.

შოთა არველაძის თქმით, ადრინდელთან შედარებით, თბილისი დღეს ბევრად უკეთესი და მრავალფეროვანი ქალაქია.

„უფრო ლამაზია, სასიამოვნოა. უამრავი რამე შეიცვალა ჩემს აქეთ – იქით სიარულში. ერთადერთი რაც თბილისს აკლია არის ზღვა.

ალბათ ახლა გორგასალსაც რომ ენახა იტყოდა: „არ არის ცუდი წამოწყებაო.“

„ჩემი ჰოლანდიელი მეგობრები იყვნენ ჩამოსულები 2006–2007 წლებში და რომ გაწვიმდა რუსთაველზე ვიყავით.. ამ დროს რონალდი [მეგობარი] მეუბნება: „წვიმაში ბარსელონას გავსო.“

საღამოს, წვიმამ რომ გადაიღო და დათბა მეუბნება : „კარგ ამინდში პარიზს გავსო,“ – იხსენებს შოთა არველაძე გადაცემაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები