LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი-ვარშავას საჰაერო ხაზზე დამატებითი რეისები დაინიშნა

93
lot-orig

პოლონურმა ავიაკომპანია LOT Polish Airlines-მა ვარშავათბილისივარშავას საჰაერო ხაზზე დამატებითი რეისები დანიშნა. როგორც საქართველოში LOT-ის წარმომადგებლობის (LOT Travel LTD – Georgia) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, აღნიშნული რეისები თბილისი-ვარშავას მიმართულებაზე 23 თებერვალს, 3, 6 მარტს, ხოლო ვარშავა-თბილისის მიმართულებაზე 22 თებერვალს, 2, 5 მარტს შესრულდება.

LOT Travel LTD – Georgia-ს ინფორმაციით, ბილეთის ფასში შედის ჩასაბარებელი ერთი ნაჭერი ჩანთა 20კგმდე+ 5 კგ ხელბარგი, დამატებითი ნაჭერი 20კგ მდე ღირს 90 ევრო და იხდით წინასწარ.

LOT Polish Airlines-ის რეისების განრიგი ასეთია:

თბილისივარშავა: 13, 16, 20, 23, 27 თებერვალი; 3, 6 მარტი.

გაფრენა 05:25 , ჩაფრენა 06:10, ფასი 1050 ლარი.

ვარშავათბილისი: 12, 15, 19, 22, 26 თებერვალი; 3, 6 მარტი.

გაფრენა 21:45, ჩაფრენა 04:25, ფასი 700 ლარი.

აღსანიშნავია, რომ ყველა რეისი დადასტურებულია და სრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები