LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი-ვარშავას რეისზე ავიაბილეთის ღირებულება 1400 ლარიდან იწყება

115
97802029-3043914395694536-3525036052471349248-o

პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ი სექტემბერში ვარშავა-თბილისი-ვარშავას საჰაერო ხაზზე კიდევ ერთ ჩარტერულ ავიარეისს განახორციელებს. როგორც საქართველოში ავიაკომპანიის გენერალური გაყიდვების სააგენტო LOT Travel აცხადებს, აღნიშნული ავიარეისი არის გამყვანი და LOT მგზავრებს მხოლოდ თბილისი-ვარშავას მიმართულებაზე მოემსახურება.

არსებული ინფორმაციით, თბილისი-ვარშავას რეისზე ავიაბილეთის ღირებულება 1400 ლარიდანაა და ფასი მოიცავს ჩასაბარებელ ბარგს – 20კგ და 5კგ – ხელბარგს.

„ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც დისტანციურად, ასევე ოფისში ნაღდი, ან უნაღდო ანგარისწორებით. საჭიროა ელ-ფოსტაზე გამოაგზავნოთ შემდეგი დეტალები:

❗ გვარი/სახელი პასპორტის მიხედვით ( ლათინური ასოებით პასპორტის მიხედვით)

❗საკონტაქტო დეტალები ( ელ ფოსტა და ტელეფონი )

❗მიმართულება,თარიღი ( ამ შემთხვევაში 30 სექტემბერი თბილისი- ვარშავა)

ასევე შესაძლებელია ვარშავიდან სხვადასხვა მიმართულების შეძენაც, ეს იქნება ცალკე ბილეთი და მგზავრს მოუწევს რეგისტრაციის თავიდან გავლა. აქვე გაცნობებთ რომ მგზავრმა უნდა დაადასტუროს მგზავრობის მიზნობრიობა შესაბამისი საბუთების წარმოდგენით. ბილეთები დაბრუნებას არ ექვემდებარება ! “, – აცხადებენ LOT Travel-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები