LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი-თელ-ავივის საჰაერო ხაზზე ქართული ავიაკომპანიაც იფრენს

59
bigstock-tbilisi-georgia-227603977-990x556

Georgian Airways თელ-ავივის მიმართულებით რეისების განახლების შესახებ აცხადებს. ქართული ავიაკომპანია 11 აპრილიდან თბილისი-თელ-ავივი-თბილისის საჰაერო ხაზზე ოპერირებას კვირაში 2 სიხშირით მოახდენს.

„მოხარული ვართ განვაცხადოთ, რომ 11 აპრილიდან, კვირაში ორჯერ განვახორციელებთ თელ-ავივის მიმართულებით ფრენას: ყოველ ხუთშაბათს და კვირას! იმ მგზავრებს, რომელთაც უკვე ჰქონდათ ბილეთები სხვა დღეებში, შევთავაზებთ ახალ არსებულ თარიღებს და სხვა დანარჩენს კი შეეძლებათ ბილეთების დაჯავშნა. ახალი ბილეთებისათვის, ეწვიეთ ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდს ან გაყიდვების ოფისებს! ბილეთის შეძენამდე გთხოვთ, მიიღოთ ყველა შესაბამისი რეგულაცია წარმომადგენლობით საკონსულოებში ან საგარეო საქმეთა სამინისტროში! მოუთმენლად გელოდებით ბორტზე”, – აღნიშნულია ავიაკომპანიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 12 აპრილიდან თელ-ავივი-თბილისი-თელ-ავივის საჰაერო ხაზზე ოპერირებას განაახლებს ისრაელური ავიაკომპანია El AL-იც. ფრენები კვირაში 2 სიხშირით განხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები