LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი სეულს პირდაპირი ავიარეისით დაუკავშირდება

200
1

სამხრეთ კორეის ფლაგმანი ავიაკომპანია Korean Air ჩარტერულ რეისებს სეული-თბილისი-სეულის მიმართულებით 30 მაისიდან განაახლებს. ზაფხულის სეზონზე ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩარტერულ ფრენებს განახორციელებს.

თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი Korean Air-მა გასული წლის მაისში შეასრულა.

ცნობისთვის, სამხრეთ კორეული ავიაკომპანია Korean Air 1962 წელს დაფუძნდა. დღეისათვის ავიაკომპანია ფრენებს 50 ქვეყანაში, 114 სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები