თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
“ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და აღნიშნულ მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.