LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი საახალწლოდ განათდა

83

თბილისის ქუჩები გუშინ საღამოს, 17 საათსა და 38 წუთზე საახალწლოდ განათდა.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით წელს ცენტრალური ქუჩები – რუსთაველის გამზირი, მელიქიშვილის ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი და კოსტავას ქუჩა სრულად ახალი დიზაინით და ილუმინაციებით მოირთო.

ახალ 2016 წელს საქართველოს დედაქალაქი ახალი ნაძვის ხით ხვდება.

22 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაიდგა, წითელი და ოქროსფერი ბურთებით, ბაფთებითა და ილუმინაციებით არის მორთული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები