LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი-რუსთავის გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს

199

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისი-რუსთავის გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობას ახორციელებს.

პროექტი აზიის გავითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება  დაახლოებით, 119 მილიონი ლარია.

სამინისტროს ინფორმაციით, მეორე მონაკვეთის, 800 მეტრიანი ნაწილის სამშენებლო სამუშაოების დაწყებას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნო. აღნიშნული მონაკვეთი წარმოადგენს ინდუსტიულ ზონას და სამშენებლო არეალი უახლოესი მრავალსართულიანი სახლებიდან დაშორებულია 120 მეტრით.

„თბილისი-რუსთავის გზა მეზობელი აზერბაიჯანის საზღვარს უკავშირდება და მისი მოდერნიზაცია მნიშვნელოვანია სატრანზიტო თვალსაზრისით. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობა უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს  გადაადგილებას“, – ნათქვამია  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები