LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მიმდებარედ სარეკრეაციო ზონები მოეწყობა

106

თბილისი-რუსთავის გზაზე 1200 ძირი ფიჭვი დაირგო. როგორც ”ფორტუნას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, საერთაშორისო კორპორაცია ”სინოჰიდრო“ თბილისი-რუსთავის გზის მშენებლობის დროს დაზიანებული ხეების საკომპენსაციოდ, კანონმდებლობის შესაბამისად, თბილისი-რუსთავის გზაზე, ჯამში 2300 ხის დარგვას გეგმავს.

პროექტის ფარგლებში ხეები დაირგვება მახათას მთაზეც (ჯამში 5 500-მდე ნერგი).

გამწვანების აქციის ფარგლებში, სხვა მცენარეებთან ერთად, 560 ძირი წითელ ნუსხაში შეტანილი კაკლისა და თელადუმას ნერგები დაირგვება.

დაგეგმილია კაკლის, ელდარის ფიჭვის, ქართული მუხის, იფნის, კვიპაროსისა და ალვის ხეების დარგვა.

კომპანია იღებს ვალდებულებას ერთი წლის განმავლობაში მოუაროს და გაახაროს დარგული მცენარეები. საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი კაკლისა და პატარა თელადუმას ნერგებს კი 5 წლის განმავლობაში გაუწევს მოვლა- პატრონობას.

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტი, მიმდებარე ტერიტორიის გამწვანებასა და სარეკრეაციო ზონების მოწყობას, სამივე მონაკვეთზე ითვალისწინებს.