LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი, როგორც ჰოლივუდი: 7 ქალაქი, რომელიც წელს უნდა ნახოთ

67

ონლაინ გამოცემა The Spaces, რომელიც მსოფლიოში ცხოვრებისა და მუშაობის ახალ გზებს იკვლევს, სტატიას აქვეყნებს სათაურით “7 ქალაქი რომელიც 2018 წელს უნდა ნახო”.

ქალაქებს შორის, ჩამონათვალში თბილისიც მოხვდა, თან საკმაოდ საინტერესოდ.

2017 წლის გლობალურ ტრენდებს სტატიის ავტორი დადებითად არ ახასიათებს. ამბობს, რომ მსოფლიოში გაურკვევლობა იყო და ეს ტენდენცია 2018 წელსაც გაგრძელდება.

“ეკონომიკიდან არჩევნებამდე და პოლიტიკიდან ქონებამდე, 12 თვის განმავლობაში გლობალური გაურკვევლობა იყო. როგორც ჩანს 2018 წელიც არ იქნება მშვიდი და დალაგებული.

ამიტომ ინვესტიციებისთვის, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ბაზრების სწორად იდენტიფიცირება. ბევრი მათგანი უფრო უსაფრთხო ხდება, ზოგიერთი კი უსაფრთხოების სიიდან რისკის შემცველთა სიაში გადაინაცვლებს.

აქედან გამომდინარე, არის შვიდი ქალაქი, რომელიც 2018 წელს უნდა აღინიშნოს”, – წერს სტატიის ავტორი.

 

ჰოლივუდი, ჰიფსტერების შეკრების ადგილი 

რატომ? უკანასკნელი 18 თვის განმავლობაში, საქართველოს დედაქალაქში რაღაც მოხდა, რის გამოც, მან “ლისაბონი 2018”-ის ტიტული მოიპოვა.

“აუცილებლად სანახავი ადგილები” თითქმის ერთ ღამეში შეიძლება დაათვალიეროთ. ქალაქი სულ უფრო მეტად ხდება მსოფლიოში ყველაზე სასურველი ჰაბი მოდის, ხელოვნებისა და შემოქმედების მოყვარული ხალხისთვის.

ამ ქალაქის ახალ არჩეული მერი ყოფილი ფეხბურთელი კახი კალაძეა. მომავალი წლის ბიუჯეტი (334 მილიონი დოლარი) კი ინფრასტრუქტურაზე და ტრანსპორტზეა ფოკუსირებული.

საუკეთესოა: მერსედეს ბენც ფეშენ ვიქით, ტექნო მუსიკით და ღვინით.

ახალი კულტურული მოვლენა: თვინ ფიქსისა და მულჰოლენდ დრაივის რეჟისორი დევიდ ლინჩი თბილისს ნოემბერში ესტუმრა. მისი ვიზიტი, საქართველოს დედაქალაქში კინოს უნივერსიტეტის გახსნას შეეხებოდა.

 

თბილისთან ერთად სტატიაში მოხვდა:

ტორონტო: ტექნიკური ჩრდილოეთის ვარსკვლავი

მასკატი: ახლო აღმოსავლეთის მეტროპოლია

დანდი:კულტურაში დაბრუნებული შვილი

პარიზი: საფრანგეთის სილამაზე

ტოკიო: ოქროს მაძიებლებისთვის

სან-მიგელ-დე-ალენდე (გუანახუატოს შტატი, მექსიკა): მექსიკის კაპიტანი მარველი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები