LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისი პრაიდის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისის ანძა ცისარტყელას ფერებში აინთო, სიცრუეა” – თბილისის მერია

62
BeFunky-collage - 2022-11-29T232359.692

“თბილისი პრაიდის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისის ანძა დღეს ცისარტყელას ფერებში აინთო სრული სიცრუეა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

“გვინდა, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ „თბილისი პრაიდის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისის ანძა დღეს ცისარტყელას ფერებში აინთო. აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს.

როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირის პროექტი – „მერების შეთანხმება – აღმოსავლეთ პარტნიორობა“ 10 წლისთავს აღნიშნავს. სწორედ საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის ანძა განათდა პროექტის ლოგოს ფერებში (ყვითელი, სალათისფერი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი)”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები