18-23 ივნისს დაგეგმილი „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები შს სამინისტროს განცხადება ეხმაურებიან. ისინი ამბობენ, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ლგბტ თემის წარმომადგენელთა კონსტიტუციური უფლების რეალიზება, რასაც ღონისძიების ორგანიზატორები ღირსებისა და ადამიანის უფლებათა შელახვად აფასებენ.
როგორც ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი თაბაგარმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ ღირსების მარშის ჩასატარებლად დახურული სივრცე შესთავაზა. ამ დახურულ სივრცეში კი საკლუბო სცენა ან სტადიონი მოიაზრებოდა.
“ეს დამოკიდებულება გვინდა შევაფასოთ, როგორც ჩვენი სამოქალაქო, საბაზისო და პოლიტიკური უფლებების შელახვა. კერძოდ, შეკრების, მანიფესტაციის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. ამაზე გვექნება შესაბამისი რეაგირება, ვაპირებთ მივმართოთ სტრასბურგის სასამართლოს”, — თქვა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მარიამ კვარაცხელიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყებასა და Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც ორგანიზატორებმა შსს-ს ღონისძიების ჩატარების გეგმა წარუდგინეს.
„თბილისი პრაიდის“ ჯგუფს შესთავაზეს გამოხატვის სხვა შესალებლობები
პრაიდის ჩატარება დაგეგმილ ადგილებსა და ფორმატში შეუძლებელია – შსს
როგორც უწყებაში განმარტავენ, ორგანიზატორების მიერ დაგეგმილი ღონისძიების ფორმატზე და ადგილებზე, სადაც ღონისძიების გამართვა იგეგმება, პროცესში ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, ეს შეუძლებელია.