Tbilisi Open Air-ის საორგანიზაციო ჯგუფი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მუსიკალური ღონისძიება ორწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება:
„2-წლიანი პაუზის შემდეგ ამ სიტყვების თქმა ჩვენთვის განსაკუთრებით ამაღელვებელია, მით უმეტეს, მიმდინარე მოვლენების ფონზე, მაგრამ Tbilisi Open Air ხომ არასდროს ყოფილა მხოლოდ მუსიკალური ფესტივალი.
თავისუფლება – სწორედ ესაა ის უმთავრესი იდეა, რომლის გარშემოც ყოველწლიურად ათეულობით ათასი ადამიანი ვიკრიბებით. სამწუხაროდ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება დღეს უდიდესი საფრთხის წინაშეა. ამ საფრთხის მიზეზი რუსეთია. ქვეყანა, რომელიც არნახული სისასტიკით ესხმის თავს ჩვენს მოძმე უკრაინას და მასთან ერთად მთელ ცივილიზებულ სამყაროს.
ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინასა და უკრაინელებს – ამ არაჩვეულებრივ, მებრძოლ და მამაც ხალხს. ??
უახლოეს დღეებში დავაანონსებთ Tbilisi Open Air 2022-ს. გვსურს, უკრაინელთა დახმარების უმნიშვნელოვანეს საქმეში ჩვენი მოკრძალებული წვლილიც შევიტანოთ. სწორედ ამიტომ:
? წლევანდელ ფესტივალზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი გადაირიცხება უკრაინის დასახმარებლად შექმნილ ფონდში.
? შევქმნით სპეციალურ მერჩს უკრაინის თემატიკაზე, საიდანაც შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება იმავე ფონდში.
? შევქმნით სპეციალურ პლატფორმას დონაციისთვის, რომლის საშუალებითაც შეძლებთ გაიღოთ თანხა უკრაინის დასახმარებლად.
დეტალებს ფესტივალის დაანონსებისთანავე გაგაცნობთ.
უკრაინა ამ დიდ ბოროტებასთან ბრძოლაში გაიმარჯვებს. თავისუფლება აუცილებლად იზეიმებს!..“