Air Georgia-ს საქართველოში Airbus 330-300 ხომალდის ჩამოყვანის შემდეგ, ნიუ–იორკში პირდაპირი რეისის განხორციელების სურვილი აქვს – ამის შესახებ Air Georgia-ს დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ „ბიზნესპარტნიორთან“ ისაუბრა.
„უკვე მოვაწერეთ ხელი პროექტს დიდ ფუჟელაჟიანი თვითმფრინავის ჩამოყვანაზე. ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ავიაკომპანიას არასოდეს ჰქონია დიდი გაბარიტების სამგზავრო თვითმფრინავი, რომ განეხორციელებინოს თბილისი-ნიუ-იორკის, თბილისი-სეულისა და თბილისი-ტოკიოს მიმართულების რეისები. ჩვენ ამ გეგმაზე უკვე დავიწყეთ მუშაობა. იმედი გვაქვს, რომ ბაქოსთან და სტამბოლთან მიმართებით ალტერნატიული ჰაბი ვიქნებით და ამერიკას პირდაპირ შეეძლება ჩვენთან კონტაქტი“, – ამბობს „ბიზნესპარტნიორთან“ Air Georgia-ს დამფუძნებელი.
მისივე ინფორმაციით, Airbus 330-300 დაახლოებით 300 მგზავრს იტევს.