LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი მეორე ადგილზეა მსოფლიოს 50 საუკეთესო ქალაქს შორის, საიდანაც უცხოელებს დისტანციურად მუშაობა შეუძლიათ

105
tbilisi-1024x683

საქართველოს დედაქალაქი მსოფლიოს 50 საუკეთესო ქალაქს შორის მეორე ადგილზე მოხვდა, საიდანაც უცხოელებს დისტანციურად მუშაობა შეუძლიათ. ქალაქების რეიტინგი სამოგზაურო პლატფორმა Big 7 Travel-მა შეადგინა.

„ბოლო წლებში თბილისმა ციფრულ სამოგზაურო სამყაროში დიდი ნაბიჯი გადადგა. კავკასიის რეგიონის გამორჩეულ დედაქალაქს სტუმრებისთვის უამრავი კულტურული შეთავაზება აქვს: მრავალფეროვანი კერძებით დაწყებული, გრძელი ისტორიით გაგრძელებული. დანარჩენი საქართველოს შესასწავლად თბილისი შესანიშნავ ბაზას წარმოადგენს. გაყინული კავკასიონის მთებიდან ბათუმის კენჭებიან ზღვის სანაპირომდე, საქართველო მიმზიდველი და საცხოვრებლად ხელმისაწვდომი ქვეყანაა. პანდემიის დაწყების შემდეგ, საქართველომ დისტანციურად მომუშავეებისთვის სპეციალური პროგრამა მოამზადა“ – წერს სტატიის ავტორი მელანი ჰამილტონი.

აღსანიშნავია, რომ Big 7 Travel-ის რეიტინგის პირველი ხუთეული ასეთია: ტალინი – ესტონეთი, თბილისი – საქართველო, ბელგრადი- სერბეთი, ბალი -ინდონეზია და ჩიანგ მაი -ტაილანდი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები